- დეკრიმინალიზაცია
- კონკრეტული ქმედებისთვის ,,დანაშაულის” სტატუსის მოხსნა, რის შედეგადაც აღნიშნული ქმედება აღარ ითვლება სისხლის სამართლის წესით დასჯადად. ნარკოტიკებთან მიმართებაში ეს ძირითადად ეხება: მის შეძენას, შენახვასა და მოხმარებას. დეკრიმინალიზაციის შედეგად ნარკოტიკული საშუალებების მოხმარება, შენახვა და შეძენა, ზოგ შემთხვევაში კი იმპორტი დღესაც უკანონოა, მაგრამ უკვე აღარ ითვლება სისხლის სამართლის დანაშაულად. ასეთი ქმედებებისთვის გამოიყენება ადმინისტრაციული სანქციები, მაგალითად: ჯარიმა, მართვის მოწმობის ან იარაღის უფლების დროებით ჩამორთმევა ან უბრალოდ გაფრთხილება.Source: პოლიცია და ნარკოტიკები. (სტუდენტის სახელმძღვანელო),–ფონდი „ღია საზოგადოება – საქართველო,–თბ,.–2002
Georgian encyclopedia. 2013.